ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება № 24.02.1099
2010 წლი ს 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ ქ. თბილისის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებსა და მუხლებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 20 იანვრის № 03.12.54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის “ 69-ე მუხლის, „ საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ “ საქართველოს კანონის 231 და 28-ე მუხლების შესაბამისად,
ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1 „ ქ. თბილისის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებსა და მუხლებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 20 იანვრის № 03.12.54 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, ქ. თბილისის მთავრობასთან შეთანხმებით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის: ორგანიზაციული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში, ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს ქ. თბილისის საკრებულოს ცნობისათვის; “.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 6), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა