„2007 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 იანვრის №1 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
156
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-03-03
გამოქვეყნების თარიღი
2007-03-07
სარეგისტრაციო კოდი
120.260.020.08.002.004
„2007 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 იანვრის №1 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №156

2007 წლის 3 მარტი

ქ. თბილისი

„2007 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 იანვრის №1 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „2007 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის   2007 წლის 6 იანვრის №1 ბრძანებულებაში (სსმ III, 2007 წ., №2, მუხ. 14) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 1200 კაცით, ხოლო საკონტრაქტო სამსახურის მოსახდელად – 1080 კაცით.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია