ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 23
2010 წლის 3 სექტემბერი
დ. ლენტეხი
„ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად :
მუხლი 1
შეტანილ იქნეს „ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 ივლისის №10 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებ ა:
დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის დებულება (დანართი №1);“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ვ. ქურასბედიანი