ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 21
2010 წლის 3 სექტემბერი
დ. ლენტეხი
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 23 ივლისის №07 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად :
მუხლი 1
შეტანილ იქნეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 ივლისის №07 დადგენილებაში შემდეგი ცვლილება:
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ვ. ქურასბედიანი