„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 25 დეკემბრის №304 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-01-29
გამოქვეყნების თარიღი
2010-01-29
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.027.014149
„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 25 დეკემბრის №304 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.027.014.149

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №22

2010 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 25 დეკემბრის №304 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 25 დეკემბრის, №304 ბრძანების (სსმ III, 25.12.2008 წ., №183, მუხ. 1876) 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავარი პროკურორი საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის, საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და   საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს ან სტაჟირების ხელმძღვანელის წინადადებით.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია