საქართველოს მთავრობის
დადგენილება №128
2006 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე:
მუხლი 1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №89, მუხ. 1014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი
გრიგოლ გობეჯიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე ლომაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიხეილ სვიმონიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ედუარდ სურმანიძე – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ანი ქათამიძე – საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი
ლაშა შანიძე – სსიპ – „ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი
ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.“.
2. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალურ და ფინანსურ შესაძლებლობათა გაძლიერებას, ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და მომსახურებაში სახსრების ინვესტირებას, ადგილობრივი მოსახლეობის (თემების) ძირითადი ეკონომიკური და სოციალური მომსახურების მდგრად საფუძველზე გაუმჯობესებას, აგრეთვე საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაციას.“.
3. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები:
„პ) საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაცია;
ჟ) წყალდიდობებისაგან დაზარალებული საირიგაციო და ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურის აღდგენა;
რ) სამელიორაციო ასოციაციების ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა.“.
მუხლი 2
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების საკოორდინაციო ცენტრის დებულების დამტკიცება.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყონ „საქართველოს ირიგაციისა და დრენაჟის მომხმარებელთა ორგანიზაციების განვითარების პროექტის“ ფარგლებში გამოყენებული ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გადასაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის დადგენილება №142 - სსმ III, №101, 01.08.06 წ., მუხ.1372
მუხლი 3
1. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების საკოორდინაციო ცენტრის დებულების დამტკიცებისთანავე.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.\
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის დადგენილება №142 - სსმ III, №101, 01.08.06 წ., მუხ.1372
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის დადგენილება №142 - სსმ III, №101, 01.08.06 წ., მუხ.1372