,,საქართველოში 2007 წლის დიასპორის წლად გამოცხადებისა და „ქართული დიასპორის დღის“ დაწესების შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №127
2007 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოში 2007 წლის დიასპორის წლად გამოცხადებისა და „ქართული დიასპორის დღის“ დაწესების შესახებ
უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან, ქართულ დიასპორასთან ურთიერთობების გაღრმავების, მხარდაჭერისა და თანადგომის მიზნით:
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინადადება და 2007 წელი გამოცხადდეს ქართული დიასპორის წლად.
2. ქართული დიასპორის დღედ დაწესდეს 27 მაისი.
3. საქართველოს მთავრობამ ერთ თვეში უზრუნველყოს 2007 წლის დიასპორის წლად გამოცხადებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა გეგმის შემუშავება და დამტკიცება.
4. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი