კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 02 დეკემბრის #32 დადგენილებაში „კასპის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-17
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.149.016001
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 02 დეკემბრის #32 დადგენილებაში „კასპის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2010 წლის 9 სექტემბერი

ქ. კასპი

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 2 დეკემბრის №32 დადგენილებაში „ კასპის მუნიციპალიტეტის 20 10 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად ,

1. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 2 დეკემბრის №32 დადგენილებაში „კასპის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „პუნქტი 1- განისაზღვროს კასპის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობები 6801.4 ათასი ლარის ოდენობით (დანართი №1) და გადასახდელები 6801.4 ათასი ლარის ოდენობით (დანართი №2);

ბ) დადგენილებით დამტკიცებული №1; №2; №3; №4 დანართები შეიცვალოს შესაბამისად ახალი №1; №2; №3; №4 დანართებით.

/ თან ერთვის დანართი 14 ფურცლად/

2.ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე დ . მესროფაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია