,,სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
127
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-06-28
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-03
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.511
,,სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №127

2006 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

,,სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 მაისის №91 დადგენილების (სსმ III, 2006 წ., №63, მუხ. 813) მე-2 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

ზურაბ ადეიშვილს – საქართველოს გენერალურ პროკურორს

ლევან ბეჟაშვილს     – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს

ნიკა გვარამიას – საქართველოს პარლამენტის წევრს

მიხეილ გოგიშვილს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს

მალხაზ გურულს – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს

ლაშა კალანდაძეს     – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს

კონსტანტინე კუბლაშვილს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს

კახაბერ კუკავას – საქართველოს პარლამენტის წევრს

ზაზა მეიშვილს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრს

სოზარ სუბარს – საქართველოს სახალხო დამცველს

ალექსანდრე ტაბატაძეს   – სააქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს

ეკა ტყეშელაშვილს – თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს

ლალი ფაფიაშვილს – საქართველოს პარლამენტის წევრს – ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს

გიორგი ცაგარეიშვილს – საქართველოს პარლამენტის წევრს

ვალერი ცერცვაძეს – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს

მარიკა ცერცვაძეს     – თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს

ჯონი ხეცურიანს – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია